გიორგი ალიბეგაშვილი ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვრის კურთხევას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათის ჯვრის კურთხევას დაესწრო.
ჯვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა.
„ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ დღევანდელ დღეს. მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვა საქართველოს გამთლიანების, წინსვლისა და ბედნიერების საწინდარია“,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ტაძრის გუმბათზე ჯვარი 21 სექტემბერს 12:00 საათზე აღიმართება.
მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარს საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები ერთიანი ძალისხმევით და თანაბარი მონაწილეობით აშენებენ.
ტაძრის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები