პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახალ საკანონმდებლო ინიციატივას არასამთავრობო სექტორს აცნობს

პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი ამ წუთებში ახალ საკანონმდებლო ინიციატივას არასამთავვრობო სექტორს აცნობს.
თამარ ქალდანის თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები 10 კანონს შეეხება, მათ შორის, ვიდეო და აუდიოჩანაწერების კონტროლის რეგულირებას.
“ჯერ კიდევ არსებობს სფეროები, რომლებზეც კანონის მოქმედება არ ვრცელდება. გამომდინარე აქედან, ჩვენ გვაქვს სურვილი და ამას ითვალისწინებს ევროპული კანონმდებლობა, რომ ყველაფერზე, ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, კანონის მოქმედება უნდა გავრცელდეს და, ამავე დროს, არსებობს კონკრეტული თემები, მაგალითად, ისეთი საკითხი, როგორიც არის აუდიომეთვალყურეობა, აუდიოჩაწერა, რომელიც საერთოდ არ რეგულირდება. პრაქტიკაში ეს წარმოადგენს პრობლემას, მათ შორის, კერძო სექტორშიც და სწორედ ასეთი ტიპის საკითხების რეგულირება გვინდა, რომ კანონმა მოიცვას”, – განაცხადა თამარ ქალდანმა.
კანონპროექტი ორი დღის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა საჯარო უწყებების წარმომადგენლებს გააცნო. ქალდანი დღეს არასამთავრობოებს ხვდება, ხოლო ხვალ საკანონმდებლო ინიციატივას კანონმდებლები გაეცნობიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები