მახათას მთაზე ასასვლელად უფასო ავტობუსები დაინიშნა
მახათას მთაზე, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მისვლის მსურველებს უფასო ავტობუსები მოემსახურებათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიამ და სატრანსპორტო კომპანიამ მიიღეს.
დამატებითი უფასო მუნიციპალური ავტობუსის მარშრუტები – 21 სექტემბერს, 08:00 საათიდან შუადღემდე, ვარდების მოედნიდან, გადასასვლელი ხიდიდან (ხუდადოვის ქუჩის დასაწყისი) და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ იმოძრავებს.
შეგახსენებთ, რომ მახათას მთაზე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის გუმბათზე დასადგმელი ჯვარი გუშინ პატრიარქმა ილია მეორემ აკურთხა, დღეს კი გუმბათზე ნაკურთხი ჯვარი აღიმართება.