უბედური შემთხვევა ვარკეთილში – მოზარდს ე.წ. დანგრატით აწეული მანქანა დაეცა

თბილისში, ვარკეთილში უბედური შემთხვევა მოხდა. 12 წლის ბიჭი, რომელიც მამას ავტომობილის შეკეთებაში ეხმარებოდა, ე.წ. დანგრატით აწეული მანქანა დაეცა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები