„მშვიდობის მარშზე“ მოსკოვში ათობით ათასი მოქალაქე გამოვიდა
მოსკოვის ცენტრში, უკრაინაში განხორციელებული რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ათობით ათასმა მოქალაქემ მიიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სის“ რუსული სამსახური ავრცელებს.
აქციაზე რუსეთის მთავრობის მხრიდან საიტების დაბლოკვა და „ლენტა.რუ“-ს ხელმძღვანელობის გათავისუფლებაც გააპროტესტეს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა 3 ათას ადამიანს არ აღემატება, თუმცა მედიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა 15 000 ადამიანმა მიიღო.