შსს 21 სექტემბერს ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო 21 სექტემბერს ტრანსპორტის მოძრაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „კვირა“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„შსს–ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 20 სექტემბერს 17:00 საათიდან 21:00 საათამდე, ხოლო 21 სექტემბერს დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის ჯვრის კურთხევასთან დაკავშირებით, ავტომანქანები ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონიდან მახათის მთის მიმართულებით იმოძრავებენ ცალმხრივად, ხოლო ტაძრიდან ცენტრისკენ ლოტკინის მიმართულებით დაბრუნდებიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.