დაკარგულმა ბოინგმა ფრენისას მიმართულება განზრახ შეცვალა
მალაიზიის პრემიერ-მინისტრის ნაჯიბ რაზაკის განცხადებით, ერთი კვირის წინ „მალაიზია ეარლაინსის“ დაკარგულმა თვითმფრინავმა მიმართულება თვითნებურად, განზრახ შეიცვალა.
„ჯერ ადრეა იმის მტკიცება, თითქოს თვითმფრინავი გაიტაცეს, თუმცა დაბეჯითებით მინდა გითხრათ გამოძიებით დადასტურებული ფაქტი – თვითმფრინავმა მიმართულება არა რაიმე პრობლემის და ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო, არამედ მიზანმიმართულად და განზრახ შეიცვალა“, – განაცხადა მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც პრემიერმა განმარტა, დაკარგულმა ბოინგმა გაფრენიდან ერთ საათში მიმართულება დასავლეთის მიმართულებით შეცვალა და ინდოეთის ოკეანისკენ გაფრინდა. მიმართულების შეცვლისთანავე თვითმფრინავში რაციით კავშირიც გაწყვიტეს.
ბოინგთან კონტაქტი 8 მარტს გაწყდა.