თემქაზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა

თბილისში, თემქაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. როგორც „კვირას“ სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, აღნიშნულის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
ისინი სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები