ექსპერტებმა საქართველოში არსებული სასურსათო უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკა განიხილეს

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის „ოქსფამის“ პროექტის – „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა“- ფარგლებში ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე საქართველოში არსებული სასურსათო უსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკა და მისი შემადგენელი ინსტიტუციური მექანიზმები განიხილეს.
შეხვედრაზე იმსჯელეს ჩატარებული კვლევის შესახებ, რომლის მიზანი საქართველოს მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მხრივ არსებული მდგომარეობის სისტემური შესწავლა და ამ საკითხის სასურსათო უსაფრთხოების ინსტიტუციური მექანიზმებისა და სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით დიაგნოსტური შეფასება იყო.
სამუშაო შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროში „სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“ რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, საქველმოქმედო ორგანიზაციის „ოქსფამის“ წარმომადგენლები, ექსპერტები და მოწვეული სპეციალისტები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები