გიორგი პაპუაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია ბათუმშიც გაიმართა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის სახლთან საპროტესტო აქცია უკვე მეორედ გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 15 სექტემბრის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომელიც გიგი უგულავას პატიმრობის ვადებს ეხებოდა.
აქციის მონაწილეებმა პლაკატებიც გამოფინეს წარწერებით: “საკონსტიტუციო სასამართლო მკვლელების ადვოკატი”, “უსამართლო მოსამართლე”, “ნაციონალების ლაქია” .
აქციის მონაწილეებმა გიორგი პაპუაშვილის სახლიდან გამსახურდიას ქუჩაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გადაინაცვლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები