“ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენლები გიორგი პაპუაშვილის სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ

“ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სახლთან, თბილისში შეიკრიბნენ და საპროტესტო აქცია გამართეს.
ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პაპუაშვილი არა კანონს, არამედ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ინტერესებს იცავს.
აქციის მონაწილეებმა პაპუაშვილის სახლთან მოსამართლის მანტია მიიტანეს, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ნომერია დატანილი.
“მე ამას ვაფასებ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრის მხრიდან გაკეთებულ პოლიტიკურ სვლას, რომელიც ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ, თავისი თანაგუნდელისა და მეგობრის, გიგი უგულავას გათავისუფლებასა და მხარდაჭერას. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არის ჩვენი სახელმწიფოს სირცხვილი”, – განაცხადა “ახალგაზრდული ცენტრის” წარმომადგენელმა, გიორგი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები