ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: საქართველოში სასამართლო სათანადო პრინციპებს მიჰყვება

საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინწინდელი გადაწყვეტილება, ჩვენი აზრით, იყო საკვანძო, ისტორიული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, კარლო ნატალემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, საქართველოში სასამართლო სათანადო პრინციპებს მიჰყვება.
“საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინწინდელი გადაწყვეტილება, ჩვენი აზრით, იყო საკვანძო, ისტორიული გადაწყვეტილება, რადგან მართლაც არსებობდა სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობდა ზოგადად ასეთი პროცესები. ის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, მიანიშნებს, რომ სასამართლო საქართველოში მიჰყვება სათანადო პრინციპებს. ჩვენ ადრე გვქონდა გარკვეული კითხვები ამასთან დაკავშირებით და ამიტომაც ეს გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, არის დიდი მიღწევა”, – განაცხადა კარლო ნატალემ.
ნატალემ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება საკმაოდ მალე, 24 საათში მოხდა, თუმცა პროცედურულ დეტალებში ჩაღრმავებას არ ისურვებდა, ვინაიდან, მისი თქმით, ეს უკვე საქართველოს კანონმდებლობის გადასაჭრელი საკითხია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები