გიგი უგულავას ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიგი უგულავას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
უგულავას ადვოკატები რიყის ტერიტორიისა და “თბილსერვისის” საქმის ერთი კვირით გადადებას ითხოვდნენ. როგორც ყოფილი მერის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ემოციური ფონი უნდა ჩაცხრეს და ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს პროცესი. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პროცესი დასკვნითი სიტყვით გაგრძელდა.
ამ წუთებში სასამართლოში დასკვნითი სიტყვის იმ ნაწილს, რომელიც დაცვის მხარეს წარმოსადგენი ჰქონდა, სახაზინო ადვოკატი დათო გვიშიანი ამბობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები