სამტრედიის ნაყინს საწარმოო პროცესი აღუდგა

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „მყინვარს“ საწარმოო პროცესის გაგრძელების უფლება მისცა.

როგორც “კვირას” სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, უწყებამ სამტრედიის ნაყინს საწარმოო პროცესის გაგრძელების უფლება მას შემდეგ მისცა, რაც საწარმომ სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციები შეასრულა და აღმოფხვრა ყველა ის ხარვეზი, რამაც მისი პროდუქციის ბაზრიდან გამოთხოვა და საწარმოო პროცესის შეჩერება გამოიწვია.

“საწარმოს გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ აღმოფხვრილია კრიტიკული შეუსაბამობები, ჩატარებულია გენერალური რეცხვა-დეზინფექცია და განადგურებულია ნაყინის ყველა სახეობა და პარტია, რომლებშიც ლაბორატორიულმა კვლევამ დარღვევები გამოავლინა. ამდენად, შპს „მყინვარის“ მიერ წარმოებული ნაყინი დღეისათვის აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს. ბიზნესოპერატორს მიეცა საწარმოო პროცესის აღდგენის უფლება და იგი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას”, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები