ლევან ბერძენიშვილი გიგი უგულავას გათავისუფლებას ულოცავს – „რამდენი დღით იქნება, ეგ არ ვიცი“

უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი გიგი უგულავას გათავისუფლებას ულოცავს და მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
„ნაციონალები“ რომ მოიგებენ არჩევნებს, ასეთი მოლოდინები მე კი არა, „ნაციონალებსაც“ არ აქვთ, მაგრამ რას არ იტყვი სიხარულით კაცი. მე ვულოცავ, რამდენი დღით იქნება, ეგ არ ვიცი. ყველა პატიმრის გათავისუფლებას სიამოვნებით ვუყურებ, დაპატიმრება გულს დამწყვეტს. რაც შეეხება იმას, გაიმარჯვებს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, გამოკითხვები არ აჩვენებს მათ რაიმე ტიპის უპირატესობას. ისინი იბრძვიან მეორე ადგილისთვის“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
შეგხასენებთ, რომ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ, გიგი უგულავამ მოქმედ ხელისუფლებას მიმართა და აღნიშნა, რომ ამ ხელისუფლების დამარცხება არჩევნების გზით არის შესაძლებელი.
“არც შევცვლით საარჩევნო სისტემას. ისევ იმ სისტემით “აბაროტს” ავიღებთ და გავიმარჯვებთ. ტურავას და ბევრი მოსამართლის საქციელის შემდეგ იყავით მზად. ესენი ჩასაფრდებიან და რევანშისთვის მოემზადებიან. მე რევანშის არ მეშინია”, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები