ამირან გიგუაშვილი: გიგი უგულავას დიდი შანსი აქვს, ციხეში შეტრიალდეს

არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა კვლავ პატიმრობაში აღმოჩნდეს, – ამის შესახებ “პოლიტიკის და სამართლის ცენტრის” თავმჯდომარემ ამირან გიგუაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
გიგუაშვილი არ გამორიცხავს, რომ სისხლის სამართლის სხვა საქმეების გამო, რომლებშიც უგულავა არის ბრალდებული, მას პატიმრობა მიესაჯოს და ამით მას ციხეში დაბრუნება მოუხდეს.
„გიგი უგულავას აქვს შანსი, რომ გარეთ დარჩეს და აქვს დიდი შანსი, რომ უკან შეტრიალდეს. მის მიმართ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძღული და ჩვენ არ ვიცით, მასზე რა გადაწყვეტილებები დადგება. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მოცემულ საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება დადგეს და პოლიტიკური ანგარიშსწორების სახეს არ ტოვებდეს. ლუკაშენკოც კი მიხვდა იმას, რომ რაც ნაკლები ოპოზიციონერი ლიდერი იქნება ციხეში, ეს ქვეყნის იმიჯისთვის უკეთესია. თუ ყოფილი თანამდებობის პირებს ბრალად არ ედებათ ძალადობა, კაცის კვლა, ადამიანის წამება და ასე შემდეგ … უმჯობესია, განაჩენს შინ დაელოდონ და სასამართლოზე საკუთარი ფეხით იარონ და არა ბადრაგის თანხლებით“, – აღნიშნა გიგუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები