პატიმრობიდან გათავისუფლებული გიგი უგულავა პირველ კომენტარს აკეთებს

„მე არც ბოღმა მამოძრავებს და არც არავიზე არ ვარ დაბოღმილი, არც არავის ვთვლი მტრად“, – ეს განცხადება თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა.
„მე ვიცი რა არის ქვეყნისთვის სიკეთე და ამ სიკეთისთვის ვაპირებ ბრძოლას. იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც დღეს ამდენი ხანი გაუძლეს და იყვნენ აქ. ასეთი უამრავი ადამიანია.
ამ ბრძოლას მარტო იმიტომ ჰქონდა აზრი და ფასი, რომ გამოჩნდა ყველაფერი. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც როგორც კი თანამდებობიდან წავედი, იმ წამსვე დაიკარგნენ ცხოვრებიდან, მაგრამ გამოჩნდა უამრავი ადამიანი, რომელსაც მანამდე შეიძლება ვერც ვამჩნევდი. მე არ ამქვს უფლება უკან დავიხიო, რადგან ამ ადამიანებს აქვთ რწმენა და ეს რწმენა არის გადამდები”, – დასძინა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები