საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში რამდენიმე შენობა გარემონტდება
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიურის სხდომა გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ სხდომაზე წარმოდგენილ 4 საკითხზე იმსჯელეს.
ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა კოლეგებს დედაქალაქის მერის წერილი გააცნო, რომელიც ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისთვის“ სახურავის პროექტისა და სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე წერილობითი თანხმობის მიცემას გულისხმობდა.
ასევე წერილობითი თანხმობა მიეცა დიდუბის რაიონში მდებარე რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობასა და ისნის რაიონში, დ.კაჭარავას ქ.N8 საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ საყრდენი კედლის სამშენებლო-გამაგრებითი სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურებისა და შესაბამისი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელებას.
დეპუტატებმა დღესვე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ფოთის ქუჩა N17-ში და ვ.ბაგრატიონის ქუჩა N5-ში მდებარე საცხოვრებელ სახლებში ჩასატარებელ სამუშაოებს.
აღნიშნული საკითხების განხილვა ბიუროს სხდომამდე საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, კომისიის სხდომაზე განხორციელდა.