კახა კახიშვილი: სასჯელაღსრულების მინისტრი არც არავის ათავისუფლებს და არც იჭერს

სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი ბრალდებულ გიგი უგულავას მიერ სასამართლო დარბაზში გაჟღერებულ განცხადებას გამოეხმაურა და მას კონტექსტიდან ამოგლეჯილი უწოდა. უგულავამ დღევანდელ პროცესზე თქვა, რომ კახიშვილმა მისი გათავისუფლების საკითხზე პასუხისმგებლობა კონკრეტული დაწესებულების ხელმძღვანელს დააკისრა.
„როგორ შეიძლება მე, მინისტრმა დავაკისრო პასუხისმგებლობა სხვას იმ უწყებაში, სადაც პირველი პირი ვარ. ავხსენი პირის გათავისუფლებასთან დაკავშირებული პროცედურები. როდესაც მე მთხოვდნენ, რომ დაუყოვნებლივ გამეთავისუფლებინა უგულავა, ვუხსნიდი, რომ მე არ მქონდა ჩაბარებული გადაწყვეტილება. გარდა ამისა, სასჯელაღსრულების მინისტრი არც არავის ათავისუფლებს და არც იჭერს“, – განაცხადა მინისტრმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში.
მისივე თქმით, პირის პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე შესაბამისი პროცედურებია დადგენილი.
„სისტემაში 10 400 პატიმარია. როგორ ფიქრობთ, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი ათავისუფლებს? ამას აკეთებს იმ დაწესებულების ხელმძღვანელი, სადაც იმყოფება გასათავისუფლებელი პირი. იქვე აღვნიშნე, რომ ეს არის ზოგადი პროცედურა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უგულავა აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები