კახა კახიშვილი: უგულავა არ არღვევდა წესრიგს და ამიტომ დართეს ტელევიზორის შეძენის უფლება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, N 9 ციხის დირექტორმა მსჯავრდებულ გიგი უგულავას ტელევიზორის შეძენის ნებართვა დართო.
„როცა დააყენა საკითხი ტელევიზორის შეძენასთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, კანონმდებლობის შესაბამისად. ტელევიზორი არის ბრალდებულისთვის წახალისების ერთ-ერთი ფორმა, ვინაიდან, უგულავა არ არღვევდა წესრიგს, იცავდა სარეჟიმო მოთხოვნებს, ამ კონკრეტული დაწესებულების ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება და ტელევიზორის ყიდვის ნება დართო.
“ეს ყველაფერი თუ უკან დაუტრიალდებოდა სასჯელაღსრულების სამინისტროს, არავის გვეგონა“, – განაცხადა კახიშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას ტელევიზორის შეძენის საშუალება მან აღნიშნული იმის მანიშნებლად ჩათვალა, რომ ხელისუფლება არ აპირებდა მის გათავისუფლებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები