“ჩვენი მმართველობის პერიოდში არ არსებობდა არცერთი ადამიანი, რომელიც კანონით დადგენილი ვადის შემდეგ ერთი წუთი დარჩენილიყო ციხეში”

ყოფილმა პრემიერმა და შსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვა წარმოთქვა, სადაც გიგი უგულავას გათავისუფლება მოითხოვა და პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.
“ჩვენი მმართველობის პერიოდში არ არსებობდა არცერთი ადამიანი, რომელიც კანონით დადგენილი ვადის შემდეგ ერთი წუთი დარჩენილიყო ციხეში”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
დღესვე, მან სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის ყოფილი მერის ადვოკატებმა ტელეკომპანია „იმედის“, „თბილსერვისის“ და რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხების განხილვამდე მოსამრთლე ლაშა ჩხიკვაძეს შუამდგომლობით მიმართეს, სადაც ისინი საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს 2016 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები