ფოთში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

სამეგრელოში, კერძოდ ფოთში, კერძო საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად სახლის მეპატრონე დაშავდა. ამ დროისთვის იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის დროს მამაკაცთან ერთად სამი მუშაც იმყოფებოდა, რომლებსაც დაზიანებები არ აქვთ. ადგილზე ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები