სოზარ სუბარი: უგულავას საქმე საერთო სასამართლოებმა უნდა გადაწყვიტონ

გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გამოეხმაურა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების პროცესი განმარტა.
როგორც სუბარმა აღნიშნა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება 24 საათს ნიშნავს და არა ერთ წუთსა და ერთ წამს.
„როცა არის კანონში ჩანაწერი, რომ ინფორმაციის მიცემა დაუყოვნებლივ მოხდეს, სასამართლომ განმარტა, რომ ეს ნიშნავს 24 საათს. დაუყოვნებლივ ვერ იქნება ერთ წამში, ერთ წუთში. პროცედურებს გარკვეული დრო სჭირდება“,- განაცხადა სუბარმა.
სუბარი პრეზიდენტს ერთ რამეში ეთანხმება და ამბობს, რომ უგულავას საქმე საერთო სასამართლოებმა უნდა გადაწყვიტონ. მისივე თქმით, უგულავას გათავისუფლების საკითხს ვერც სასჯელაღსრულების სამინისტრო და ვერც საპატიმრო დაწესებულების ხელმძღვანელი ვერ გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები