პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

   საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ორგანიზაცია “დიალოგისა და განვითარების ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის მომორანდუმი ეროვნული ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახის პატრონაჟს ითვალისწინებს. ორგანიზაცია “დიალოგისა და განვითარების ფონდი” ბავშვთა ოთახის განვითარებისთვის იმუშავებს კერძო ბიზნესთან და მოიზიდავს სპონსორებს. ასევე ორგანიზაციის ინიციატივითა და ორგანიზებით ეროვნული ბიბლიოთეკის ბავშვთა ოთახში ჩატარდება სხვადასხვა სახის საბავშვო ღონისძიებები სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. ორგანიზაცია “დიალოგისა და განვითარების ფონდი” ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მემორანდუმის ფარგლებში სხვა საკითხებზეც ითანამშრომლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები