„გლდანის შაურმა“ გაძვირდა

ლარის კურსის ცვალებადობის გამო, ფასები გაიზარდა შაურმაზე.
კომპანია “გლდანის შაურმის” წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლარის გაუფასურებამ რესურსები გააძვირა, რაც შაურმის თვითღირებულებაზე აისახა.
„საქართველოში შექმნილი გარემოებიდან გამომდინარე, რომელიც უკავშირდება ბაზარზე არსებული დოლარის კურსის ცვალებადობას, პროდუქტებზე, ჩვენს შემთხვევაში კი იმ რესურსებზე ფასები გაიზარდა, რომელიც საჭიროა შაურმის მოსამზადებლად, ეს უკანასკნელი კი შაურმის თვითღირებულებაზე აისახა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომპანია ფეისბუქგვერდზე შეცვლილი ტარიფების შესახებ დეტალურ ინფორმაციასაც ათავსებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები