გიორგი ვოლსკი: მე, პირადად, არავის ციხეში ჯდომა არ მსურს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის შეფასებით, გიგი უგულავას საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნას აქვს ადგილი.
„ეს არის პოლიტიკური სპეკულაციები. მე პირადად არავის ციხეში ჯდომა არ მსურს. მაგრამ არის თემები, რომელიც საზოგადოებასაც არანაკლებ აინტერესებს, ვიდრე კანონმდებლებს და პოლიტიკოსებს, საერთოდ ამ საკანონმდებლო საკითხებზე პოლიტიკოსები რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებენ, უკეთესია“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.