„ისეთი ოპტიმისტი არ ვარ, ვთქვა, რომ პაპუაშვილი დღეს თავისუფალია ,,ნაციონალური მოძრაობის” გავლენებისგან”

„ისეთი ოპტიმისტი არ ვარ, ვთქვა, რომ გიორგი პაპუაშვილი დღეს თავისუფალია ,,ნაციონალური მოძრაობის” გავლენებისგან“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გიგი უგულავას საქმის ირგვლივ განვითარებული პროცესების შეფასებისას განუცხადა.
კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ სახელწიფო ინსტიტუტებზე, სასამართლოზე, სამინისტროებზე, ზოგადად, საზოგადოებაზე იძალადოს.
როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუმარტა, უმცირესობა ცდილობს, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს, რაც დესტაბილიზაციის შექმნას ემსახურება.
„სამწუხაროდ, ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ქვეყანა არაკონსტიტუციური ნორმებით იმართებოდა. ამ ნორმის მოქმედებით წინასწარ პატიმრობაში არაერთი ათეული პატიმარი იყო. თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ეს ნორმა არაკონსტიტუციურად ცნო და ჩვენ ვალდებული ვართ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დავექვემდებაროთ და ის აღვასრულოთ. ამ ქვეყანაში კანონი, ყველას უფლება დაცული უნდა იყოს, მათ შორის, გიგი უგულავასი. საკონსტიტუციო სასამართლო ვერც სასჯელაღსრულების მინისტრს და ვერც ციხის დირექტორს ვერ დაავალდებულებს, რომ გიგი უგულავა ან რომელიმე პატიმარი გაათავისუფლოს. დაპატიმრების შესახებ სასამართლოს ბრძანება მხოლოდ საერთო სასამართლოების მოსამართლის ბრძანების გადაწყვეტილებით უნდა შეიცვალოს. ამ საკითხზე აჟიოტაჟის შექმნა და მივარდნები სწორი არ არის და ის ერთადერთ რამეს ემსახურება – ზედმეტი დესტაბილიზაცციის ფონი შექმნან.
,,ნაციონალურმა მოძრაობამ” კეთილი ინებოს და საერთო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას დაელოდოს. თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულია ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” მეგობრობით, მათთან კავშირებით და გარკვეული დამოკიდებულებებით, რომლის ეჭვიც მაქვს, მაშინ, ბუნებრივია, ჩვენ პრეტენზია გვაქვს. როგორც ჩანს, შეიძლება პრობლემები იყოს ასეთი გავლენების და დამოკიდებულებების გამო. ისეთი ოპტიმისტი არ ვარ, ვთქვა, რომ გიორგი პაპუაშვილი დღეს თავისუფალია ,,ნაციონალური მოძრაობის” გავლენებისგან“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები