ქართველი მოხალისეები უკრაინაში საბრძოლველად მიდიან

  სოხუმელი გოჩა ბახია საზოგადოებას უკრაინელი ხალხის დახმარებას სთხოვს და უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემთხვევაში მეგობარ ქვეყანაში გასამგზავრებლად, მოხალისეებს აგროვებს, – ამის შესახებ გოჩა ბახიამ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
როგორც ბახიამ განმარტა, ასეთი შინაარსის მოწოდება მან პირველად ფეისბუქის პროფილზე განათავსა, რის შემდეგაც მისი თქმით, უამრავი ადამიანი დაუკავშირდა და სურვილი გამოთქვა საჭიროების შემთხვევაში უკრაინელი ხალხის გვერდით ებრძოლა.
გოჩა ბახიას განცხადებით, მოხალისეებს დამფინანსებელი არ ჰყავთ და მათ გასამგზავრებლად თანხა ვერ გროვდება.
„დამფინასებელი არ გვყავს. ეს ხალხი რომ იქ ცალ-ცალკე წავიდეს იმას ჯობია, რომ ერთად წავიდეთ,მადლობა ღმერთს გამოცდილება არ მაკლია. ამ ხალხს უნდა ჰყავდეს კოორდინატორი და ავირჩევთ კიდეც ვინმეს. 2 000 კაცამდე მოხალისეა. ზოგიც უკვე წავიდა. ბლომად დამიკავშირდნენ, ზარები არ წყდებოდა, რაც პოსტი გამოვაქვეყნე“,- აღნიშნა ბახიამ.
ბახიას განცხადებით, ქართველების უკრაინის შესაძლო ომში ჩაბმა პრობლემას ვერ შექმნის რუსეთთან,რადგან მისი თქმით, საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობა მაინც არასდროს ექნება.1013720_729882823723231_1411612183_n
სოხუმელი გოჩა ბახიას განმარტებით, ქართველი მამაკაცები ამით არათუ უკრაინისთვის, არამედ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლებენ, რადგან მისი თქმით, თუ რუსეთი ყირიმში ომს წააგებს, რუსეთი იძულებული გახდება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონები საქართველოს დაუბრუნოს.
„თუ რუსეთი ყირიმში ომს წააგებს, ამერიკა და დასავლეთი გააკეთებს ყველაფერს – ეკონომიკური სანქცია იქნება ეს თუ პოლიტიკური რისკი, ყველაფერს გააკეთებენ და რუსეთზე ზეწოლას მოახდენენ, ისე რომ რუსეთს აიძულებენ ჩვენი ტეროტორიები დაგვიბრუნოს. უკრაინელები ჩვენს მხარეს ომობდნენ აფხაზეთის ომის დროს.
რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას არასოდეს არ გვექნება კარგი ურთიერთობა, იმიტომ, რომ ის უზომოდ აგრესიულია ,მას გეოპოლიტიკური მიზნები აქვს საქართველოში. რუსეთმა თუ ომი არ წააგო, არ დათმობს ჩვენს ტერიტორიებს“,- განაცხადა გოჩა ბახიამ.
გოჩა ბახია ჰელსინკში ცხოვრობს, თუმცა ამჟამად თბილისში იმყოფება. როგორც მან საუბრისას განმარტა, კიევში 2 დღეში მიემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები