იან კელი: საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ვიქნები

შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ვიქნები – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.
“ჩემს ძირითად პრიორიტეტად ვხედავ, საქართველოს დავუჭირო მხარი, გავაღრმავოთ ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რასაკვირველია, გახლავთ საქართველოს მხარდაჭერა, მეტი ინტეგრაციის ხელშეწყობა ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში, რაც გაცხადებულია საქართველოს მიერ. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ვიქნები ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი საქართველოსი, ასევე საქართველოს მისწრაფებების და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავების”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები