თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ეთერ კაკულიას სახელის მინიჭება იგეგმება
თბილისში ერთ- ერთ ქუჩას შესაძლოა, ეთერ კაკულიას სახელი მიენიჭოს. აღნიშნული ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის. როგორც „კვირას“ თბილისის საკრებულოში განუცხადეს, უწყებაში წინადადება შესულია, თუმცა საკითხზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა.
მათივე თქმით, ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, რომელ უბანში იქნება ეთერ კაკულიას სახელობის ქუჩა.