აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვიდა
უკვე 30 წელია დიპლომატი ვარ და ერთადერთი სამუშაო, რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი, საქართველოში მუშაობა იყო – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადა.
იან კელი მეუღლესთან ერთად თბილისში დღეს ჩამოვიდა.
“მადლობელი ვარ, რომ ჩვენს დასახვედრად აეროპორტში მოხვედით. მე და ჩემი მეუღლე ფრანჩესკა ნამდვილად მოხარულები ვართ, რომ ჩამოვედით თბილისში და ვიმსახურებთ აქ. 39 წლის წინ ვიყავი საქართველოში პირველად, ვერ ვსაუბრობ ქართულად, მხოლოდ ერთი სიტყვა ვიცი – “გამარჯობა”. მე და ფრანჩესკას ყოველთვის გვინდოდა თბილისში ჩამოსვლა. უკვე 30 წელია დიპლომატი ვარ და ერთადერთი სამუშაო, რომელსაც ყოველთვის ვნატრობდი, საქართველოში მუშაობა იყო”, – განაცხადა იან კელიმ.