რაზე ისაუბრეს გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინელ კოლეგას პეტრო პოროშენკოს ტელეფონით ესაუბრა და საქართველო – უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესახებ გაამახვილა ყურადღება.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ყურადღება გაამახვილეს ევროინტეგრაციული და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატის გააქტიურებაზე.
ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა მინსკის შეთანხმებების დაცვის აუცილებლობა. საქართველოს პრეზიდენტის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მინსკის შეთანხმების ფორმატი იყოს დაცული, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. გიორგი მარგველაშვილი პეტრო პოროშენკოს უკრაინაში დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობაზეც ესაუბრა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა თბილისში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების თაობაზეც გაამახვილეს ყურადღება. საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში მათი შეხვედრა ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში შედგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები