შს მინისტრი საფრანგეთის პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საფრანგეთის ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებთან, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ახალ ატაშესთან ბრუნო ბალდუკთან და საქართველოში საფრანგეთის ელჩთან რენო სალენთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს საქმიანობის, ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა. მინისტრმა ფრანგ სტუმრებს სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების გაზრდის კუთხით თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები