გაუჩინარებული ბოინგის ძებნის არეალი გაფართოვდა
მალაიზიის ავიახაზების დაკარგული ბოინგის ძებნის არეალი გაფართოვდა. თვითმფრინავს უკვე ერთი კვირაა ეძებენ, თუმცა უშედეგოდ.
როგორც ოფიციალური მალაიზია აცხადებს, ძებნის არეალის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ლაინერი ამ დრომდე ვერ იპოვეს და არა იმიტომ, რომ რაიმე ახალი დეტალი გაირკვა.
სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან ამერიკელი სპეციალისტებიც. გაუჩინარებულ ბოინგს 57 გემი და 48 თვითმფრინავი ეძებს. რეისს კუალა-ლუმპურიდან პეკინში 227 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი გადაჰყავდა.