დავით ბაქრაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

15 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ გაცნობით შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან ბეტინა კადენბახთან.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი გერმანიის აქტიური მხარდაჭერისთვის. დავით ბაქრაძემ ბეტინა კადენბახს ინფორმაცია მიაწოდა ინტეგრაციის პროცესის, ასევე, დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევისა და მიღწევების შესახებ. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აღნიშნული პროცესების შესახებ ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
„ჩვენ გერმანულ მხარეს სისტემატურად გავაცნობთ იმ პროგრესს, რომელიც გაგვაჩნია ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით. ასევე, ჩვენ დღის წესრიგს, როგორც ნატოს მინისტერიალისთვის, ისე ვარშავის სამიტისთვის მზადების თვალსაზრისით. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ევროპული მხარის მუდმივი ყურადღების მიქცევა და მხარდაჭერა სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე, რაც უკავშირდება საზოგადოებისთვის იმ სარგებლის გაცნობას, რაც მოაქვს ჩვენთვის ჩვენ ევროპულ გზას.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები