ზაქარეიშვილის სამინისტროს ვებგვერდზე ჰაკერებმა კიბერშეტევა განახორციელეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.
როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, ვებგვერდზე განთავსებული იყო ტერორისტული შინაარსის ტექსტი და ფოტოები. ამჟამად აპარატის ვებგვერდი დაბლოკილია.
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს მიმართა. ეს აპარატის ვებგვერდზე თავდასხმის უკვე მეორე შემთხვევაა. ანალოგიური შემთხვევა მიმდინარე წლის 18 აგვისტოსაც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები