თამაზ შოშიაშვილი: საცობების მოგვარების რამდენიმე ვარიანტი განიხილება

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა“ წევრმა თამაზ შოშიაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც თბილისში საცობების თემაზე და აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
„მოგეხსენებათ, თბილისის მერიამ სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილებისა და საცობების შემცირების მიმართულებით მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტი განიხილება.
რამდენიმე წლის წინ თბილისში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, შემოვლითი რკინიგზის, „ვეფხის და მოყმის“ ძეგლთან პანდუსებისა და ხიდების, ასევე მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდისა და გმირთა მოედანზე – ვერეს აუზთან პანდუსის მშენებლობა შეჩერდა’’, – განაცხადა თამაზ შოშიაშვილმა და მერიის შესაბამის სამსახურებს 2016 წლის ბიუჯეტში ზემოთ ჩამოთვლილი პროექტების გათვალისწინება მოსთხოვა.
მისივე თქმით, დედაქალაქის განვითარებისთვის და სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, აღნიშნული ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები