ვეტერანები სოციალურ-ეკონომიკური საკითხების მოგვარებას საკუთარი რაიონების გამგეობებში შეძლებენ
თბილისელ ვეტერანებს სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება, დღეიდან, საკუთარი რაიონების გამგეობებში შეეძლებათ.
თბილისის მერია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან ერთად, ქალაქის ათ გამგეობაში, ვეტერანების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულ სამსახურებს ქმნის.
დღეს, თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად ვაკის რაიონის გამგეობაში იმყოფებოდა, სადაც ვეტერანების საკითხებზე მომუშავე განყოფილების აქტივობებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.