მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

 მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ოზურგეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში სასწავლო და სამუშაო პროცესი შეწყდა, ეხმაურება.
როგორც ადმინისტრაციის პრესსამსახურში განმარტავენ, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
ამასთან, მათივე ცნობით, ოზურგეთში დღეს დაგეგმილი ღონისძიება 14:00 საათზე გაიმართება და ის, სასწავლო და სამუშაო პროცესის შეფერხებას არ გამოიწვეს.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ოზურგეთში სტუმრობასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში სასწავლო და სამუშაო პროცესი შეწყდა. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ოზურგეთი დღეს “ალეგრობას” ზეიმობს. სახალხო ზეიმში, რომელიც 150 წელზე მეტს ითვლის, მოსახლეობა საკუთარი სურვილით მონაწილეობს, რაც, ბუნებრივია, სასწავლო და სამუშაო პროცესის შეფერხებას არ იწვევს. ასევე აღსანიშნავია, რომ ზეიმი 14:00 საათზე იწყება, რა დროსაც სასწავლო პროცესი უკვე დასრულებულია. ჩვეულ რეჟიმში გრძელდება სამუშაო პროცესიც, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ სახალხო ზეიმს საჯარო მოხელეები სურვილისამებრ შეუერთდნენ.
სახალხო დღესასწაულს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრება და ოზურგეთელებს „ალეგრობას“ მიულოცავს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები