ექსპერტი – ეკა ზღულაძე უკრაინის შს სამინისტროს კორუმპირებულ ქვედანაყოფებს ჩამოაშორეს

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკა ზღულაძეს სამართალდამცველი სტრუქტურების ძირითადი ქვედანაყოფების რეფორმირების საშუალებას არ აძლევენ. ამის შესახებ უკრაინელმა ექსპერტმა მიხეილ პრიტულამ განაცხადა.
ამასთანავე, პრიტულას ინფორმაციით, ახალი პოლიცია ძალიან კარგად მუშაობს და ამაზე ციფრებიც მეტყველებს – უკრაინის ქალაქებში სისხლის სამართლის საქმეების გახსნა ოთხჯერ გაიზარდა. პრიტულას მიაჩნია, რომ აუცილებელია მონაცემთა ერთიანი ბანკის და სისტემის შექმნა, სადაც ამა თუ იმ შემთხვევაზე ინფორმაცია შევა. ეს სისტემა, ექსპერტის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ შეცვლილა.
„ეკა ზღულაძე კორუმპირებული ქვედანაყოფების რეფორმირებას ჩამოაშორეს. ზოგიერთი ქვედანაყოფი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდანაა შემორჩენილი და მათ არსებობას არანაირი აზრი არა აქვს, გარდა იმისა, რომ ხელს უწყობს სახელმწიფო ქონების გაფლანგვას“, – აცხადებს პრიტულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები