ბოლო პერიოდში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 21 პირი დააკავეს

   ცხინვალის რეგიონში ბოლო სამი კვირის განმავლობაში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, 21 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „PEC“-ი ავრცელებს. დაკავებულთა შორის იყვენენ საქართველოს, უზბეკეთის, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები.
ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა ახალგორის, ზნაურის, ჯავის რაიონებსა და ცხინვალის რეგიონში, ასევე, რუსეთის საზღვარზე.
უზბეკეთის, რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. საქართველოს დაკავებული მოქალაქეების ნაწილი კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები