პოროშენკო – თუ სააკაშვილი პრემიერი გახდა, ის უკრაინის პრემიერი არ იქნება

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მშვენივრად შეძლებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფუნქციების შესრულებას. ასე უპასუხა პოროშენკომ „ინდეფენდენტის“ კითხვას – შეუძლია თუ არა სააკაშვილს უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება?
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი განიხილებოდა. ამასთანავე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვიცე-პრემიერის თანამდებობა შეიძლება ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ დაიკავოს.
თავად სააკაშვილმა პრემიერის თანამდებობის დაკავებაზე უარი განაცხადა. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრად სააკაშვილის დანიშვნის ელექტრონულმა პეტიციამ, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსდა, ხუთ დღეში 25 ათასი ხელმოწერა შეაგროვა. ახლა რეგლამენტის მიხედვით, ის პეტრო პოროშენკომ უნდა განიხილოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები