თბილისში „მაკდონალდსის“ ახალი რესტორანი გაიხსნა

თბილისში „მაკდონალდსის“ ახალი რესტორანი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრნენ.
ახალი რესტორანი, რომელიც ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე, ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს, სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
„კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა ჩვენს დედაქალაქს, რაც დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ეს ტერიტორია, რომელიც მხოლოდ ავტომანქანების გაჩერების ადგილები იყო, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად ცოცხლდება. აქ ჩატარდა ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და ახალი სპორტული ობიექტები ამ უბანში აშენდა. „მაკდონალდსის“ აშენების შემდეგ ტერიტორია კიდევ უფრო მეტად განვითარდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ახალი რესტორნის გასახსნელად 4.7 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. რესტორანში დასაქმებულია 60 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები