„ყირიმის რეფერენდუმს არც იურიდიული და არც პოლიტიკური ძალა ექნება“
ყირიმში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება გაერო-ს წესდებას ეწინააღმდეგება და ის არც პოლიტიკურად და არც იურიდიულად ლეგიტიმური არ იქნება და ძალა არ ექნება,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
“ამ “რეფერენდუმის” ჩატარება ძირს უთხრის საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რომლებიც უკრაინის კრიზისის დასაძლევად მშვიდობიან და პოლიტიკურ გზებს ეძებენ. ეს იქნება უკრაინის კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაშიც კი მას არ ექნება იურიდიული ძალა ან პოლიტიკური ლეგიტიმურობა”, – განაცხადა რასმუსენმა.
ყირიმის უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით, ყირიმის სტატუსის შესახებ რეფერენდუმი, 16 მარტს გაიმართება.