ჩვილი ორი თავით დაიბადა
ჩრდილოეთ ინდოეთში, “ჰინდუს” საავადმყოფოში ორთავიანი გოგონა დაიბადა. ექიმის თქმით, გოგონა ჯანმრთელია. როგორც გამოცემა “The New York Daily News”-ი წერს, ჩვილის დედას ურმილა შარმას ორსულობის დასაწყისში ულტრაბგერითი პროცედურის ჩატარების საშუალება არ ჰქონდა. როდესაც მან ექოსკოპია გაიკეთა, შეიტყო, რომ ერთმენეთთან შეერთებულ ტყუპებს ელოდებოდა. პატარა ჩვილს ორი თავი, კისერი და ორი ხერხემალი აქვს. თუმცა ტანი მხოლოდ ერთი აქვს, რის გამოც ჩვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არის.