ხარკოვში შეტაკების დროს 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაიჭრა

  ხარკოვში წუხელ, დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. მომხდარი შეტაკების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაიჭრა,- ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში “მემარჯვენე სექტორის” 30 წევრი დააკავეს, რომლებმაც კულტურული ცენტრის ბლოკირება მოახდინეს.
დაპირისპირება პრორუს და ადგილობრივ აქტივისტებს შორის უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. მედიის ცნობით, მხარეებმა ხმოვან-მანათობელი ყუმბარები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები გამოიყენეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გამოყენებული იყო ცეცხსასროლი იარაღიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები