სერგეენკო ატოცის მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევებს პირადად ჩაუტარებს

   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დღეს სოფელ ატოცში ჩავა და ექიმებთან ერთად, მოსახლეობის სამედიცინო გამოკვლევებში პირადად მიიღებს მონაწილეობას. მინისტრი მოსახლეობასაც შეხვდება და მათ პრობლემებს გაეცნობა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო აქციის ფარგლებში, სოფელ ატოცის მოსახლეობას გამოკვლევები ჩაუტარდებათ და მათთვის საჭირო მედიკამენტები უფასოდ დაურიგდებათ.
სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებს 15 სხვადასხვა პროფილის ექიმი ჩაატარებს. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ უფასო სამედიცინო აქციას სისტემატიური ხასიათი აქვს და მთელ საქართველოს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, 81 ახალ ამბულატორიას სოფელი ატოციც დაემატება, სადაც 82-ე ახალი ამბულატორია აშენდება.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ატოცში დღეს, 12:00 საათზე ჩავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები