ევროკავშირი უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს 21 მარტს მოაწერს
ევროკავშირი მზად არის უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკურ ნაწილს ხელი 21 მარტს მოაწეროს,- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის განცხადებაშია აღნიშნული.
„ახლახანს პირადად ვესაუბრე ევროსაბჭოს პრეზიდენტს ვან რომპეის. საუბრისას მან მითხრა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მზად არიან 21 მარტს, სამიტზე უკრაინასთან ასოცირების პოლიტიკურ ნაწილს ხელი მოაწერონ“, – აღნიშნულია იაცენიუკის განცხადებაში.
მისივე თქმით, ასოცირების ეკონომიკურ ნაწილს ოდნავ მოგვიანებით მოეწერება ხელი