ტელეკომპანია "იმედთან" წუხელ დაპირისპირება მოხდა

   წუხელ, ტელეკომპანია “იმედთან,” ყოფილმა პოლიტპატიმარმა მელორ ვაჩნაძემ ახალგაზრდებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ, გადაცემა „რეაქციაში“ გაკეთებულ განცხადებები გააპროტესტეს.
ინციდენტი გადაცემის მეორე ბლოკის დასრულების შემდეგ მოხდა. მელორ ვაჩნაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
“ნაძირლები ხართ და თქვენი ადგილი ციხეშია. ამას ქართველი ხალხი მიაღწევს და ჩაჯდებით ციხეში”, – მიმართავდნენ “იმედთან” მისული ახალგაზრდები გადაცემის სტუმრებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ვაჩნაძემ და მისი ჯგუფის წევრებმა ლადო ვარძელაშვილის მანქანას კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები