საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება
სარემონტო სამუშაოების გამო, საბურთალოს რაიონის ნაწილს დღეს, ელექტრომომარაგება შეუწყდება. „თელასის“ ცნობით, 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის შეზღუდვა მარშალ გელოვანის გამზირის, გოთუასა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს შეეხება.
გარდა ამისა, 17 მარტს, 11:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დაბა ტაბახმელას შეუწყდება.
აბონენტებს ელექტრომომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.